უკრაინის ოდესის ოლქის ნაციონალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გიორგი ლორთქიფანიძემ თანამდებობა დატოვა.
ლორთქიფანიძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ საუბარია პოლიციის საოლქო სამმართველოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ გადადგომის გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მიიღო.
"ჩემთვის დიდი პატივია ოდესის ოლქის პოლიციის უფროსად მუშაობა. ცხოვრებაში ყველაფერს აქვს ლოგიკური დასაწყისი, გაგრძელება და დასასრული. ოდესის პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჩემი დანიშვნიდან წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა", - ნათქვამია ლორთქიფანიძის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.