საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს, პაოლო ჯენტილონის შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცობით, შეხვედრისას საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და გაღრმავების მიმართულებები განიხილეს.
საუბარი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებსაც შეეხო.
მხარეებმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის განათლების, სამეცნიერო და კულტურის, სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს.
ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ სწრაფვის მნიშვნელობა და ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით დგამს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მთლიანად რეგიონში.
ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა იტალიის პირველ დიპლომატს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი მარგველაშვილს იტალიის პრეზიდენტის მოწვევა გადასცა.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო საქმეთა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური და საპარლამენტო მდივნები ფიქრია ჩიხრაძე და ანა დოლიძე ესწრებოდნენ.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ვიზიტის შემდეგ ბაქოსა და ერევანს ეწვევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.