„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგი ეკონომიკურ ურთიერთობებში, წელს, საქართველოსა და იტალიას შორის სავაჭრო ბრუნვა 30 %-ით გაიზარდა", - აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"დღეს, ჩვენ განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რომლებიც შეიქმნა და იქმნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს შესაძლებლობებზე როგორც პლატფორმა ბიზნესის წარმოებისთვის რეგიონში“ - განაცხადა ჯანელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.