საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, პაოლო ჯენტილონიმ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.
იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
პაოლო ჯენტილონი საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს უკვე შეხვდა. შეხვედრა დაგეგმილია ასევე პრემიერ მინისტრთანაც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.