ირმა ინაშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის დავალებით ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას ან გიგი უგულავას მოწამვლა იგეგმება. მისივე განცხადებით, ფიზიკური თავდასხმა იგეგმება დეპუტატ გიორგი კანდელაკზე.
“მე მაქვს ინფორმაცია, რომ 21 მარტის ფარგლებში პირადად მიხეილ სააკაშვილის დავალებით აპირებენ მოწამლონ ან ვანო მერაბიშვილი ან ბაჩო ახალაია ან უგულავა. ერთ-ერთი ამ სამი ადამიანისგან, მაგრამ მე არ მაქვს დეტალური ინფორმაცია, რომელს მოწამლავენ. ისინი მიხეილ სააკაშვილმა უკვე გაწირა, რომელსაც გათვლა აქვს იმაზე, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდება და დასავლეთში ეს მოწამვლა პრეზენტირებული იქნება – აი რა ხდება საქართველოში," განაცხადა ირმა ინაშვილმა გადაცემა “იმედის კვირაში”.
ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ გეგმის განხორციელება ციხეში ცალკეული თანამშრომლის, პერსონის მოსყიდვის გზით გახდეს შესაძლებელი.
“მივმართავ სასჯელაღსრულების სამინისტროს, მაქსიმალურად იყოს დაცული მერაბიშვილის, ახალაისა და უგულავას უსარფრთხოება და მიმართონ პრევენციის ზომებს," განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.