საქართველომ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ევროპული ბიზნესისთვის მიმზიდველი ქვეყანა გამხდარიყო, - განაცხადა იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ.
მისი თქმით, საქართველომ საკმაოდ დიდი შრომა გასწია იმისათვის, რომ ევროპული ქვეყნებისათვის საქართველოში ბიზნესის ადვილად წარმოების შესაძლებლობა მიეცა.
"თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შემდეგ ბევრ ევროპულ წარმომადგენლობას გაუადვილდება ბიზნესის წარმოება საქართველოში და კიდევ უფრო განვითარდება ურთიერთობები. ჩვენ მხარი უნდა დაუჭიროთ იტალიურ კომპანიებს და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ იტალიურმა მხარემ გაიცნოს საქართველოს შესაძლებლობები. მომავალ წელს ჩვენ გავმართავთ ბიზნეს ფორუმს იტალიაში. გზავნილი უნდა იყოს ძალიან ცხადი და მკაფიო, რათა იტალიელ მწარმოებლებს გავაცნოთ საქართველო, სადაც მათ ბიზნესის წარმოების ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვთ. მათ ჩვენ უნდა გავაცნოთ საქართველო, როგორც ბიზნესისათვის მიმზიდველი ქვეყანაა. საქართველომ ბევრი გააკეთა, რათა ეს შესაძლებლობები მიეცა ევროპული ქვეყნებისთვის"- აღნიშნა ჯანტელონიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.