საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის დასტურს წლის ბოლომდე მიიღებს, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პაოლო ჯენტილონიმ დისკუსიაზე სახელწოდებით "იტალია-საქართველოს პარტნიორობა და ევროპის მომავალი".
"მე ცოტა ხნის წინ მქონდა საუბარი ჩემს კოლეგებთან ევროპარლამენტში. როგორც იცით, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საჭიროა დასტურის მიღება ევროპარლამენტისგან. მითხრეს, რომ ეს დასტური ამ წლის ბოლომდე იქნება. თუმცა, არ არის გარკვეული, როდის. მნიშვნელოვანია ის პროგრესი, რომელიც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში, რომელსაც იტალია უჭერს მხარს", - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში იტალიის საელჩოსა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.