„ერთი გუნდით, ერთი სტრატეგიით საერთო მიზნისკენ - ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ - ლევან იზორიამ საზოგადოებას 100 დღის ანგარიში წარუდგინა
07-11-2016, 07:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთი გუნდით, ერთი სტრატეგიით საერთო მიზნისკენ - ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ - ლევან იზორიამ საზოგადოებას 100 დღის ანგარიში წარუდგინა.

 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალმა მმართველმა გუნდმა უმთავრეს პრიორიტეტად თავდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება დასახა, რომლის მიზანი ძლიერი და ეფექტიანი თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბება და საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯანსაღი სტრუქტურის ფორმირებაა.

 

 

"საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“ საზოგადოებას თავდაცვის უწყებაში საქმიანობის 100 დღის ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო.

 

 

ლევან იზორიამ დეტალურად ისაუბრა უწყებაში განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებზე და აღნიშნა, რომ ერთი გუნდითა და სტრატეგიით გაგრძელდება ბრძოლა მთავარი მიზნის - ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის.

 


თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ ანგარიშში ყურადღება გაამახვილა შერჩევის საბჭოების განახლებულ დებულებაზე, სამოქალაქო ოფისის რეორგანიზაციაზე, სამხედრო წვრთნებზე, ნატოსთან ურთიერთობასა და მაღალი დონის საერთაშორისო თანამშორმლობასა თუ ვიზიტებზე, ასევე ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობაზე ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში. ლევან იზორიამ საზოგადოებას დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ეს ისტორიაში პირველი სწავლებაა, რომელიც ალიანსის არაწევრ, პარტნიორ ქვეყანაში 10 ნოემბრიდან გაიმართება.

 


მინისტრმა ასევე ისაუბრა თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ სოციალური მხარდაჭერის პოლიტიკაზე და სამხედროებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით წარმოებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ლევან იზორიას განცხადებით, უწყებაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა დისციპლინას და ამ მიზნით, უახლოეს მომავალში ეთიკის კოდექსი ამოქმედდება.

 


თავდაცვის მინისტრმა დაგეგმილი ოპტიმიზაციის დეტალებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ცვლილებები იგეგმება გენერალურ შტაბში, სახმელეთო ჯარების სარდლობებში, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში. ოპტიმიზაცია შეეხება საშტაბო-წოდებრივი კატეგორიების საკითხსაც. სამხედრო პოლიციაში დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში კი, საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო და პოლიციური ფუნქციები გაიმიჯნება.

 


ლევან იზორიამ საკუთარ გამოსვლაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო საბრძოლო მზადყოფნის თემას, რეზერვის სისტემას და ყურადღება სამხედრო სავალდებულო სამსახურის საკითხზე გაამახვილა. მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში წვევამდელების სისტემა აღდგება, თუმცა, წვევამდელები ახალი სისტემის პირობებში იმსახურებენ, მნიშვნელოვანი შეღავათებით ისარგებლებენ, სიმბოლური ანაზღაურებაც გაცილებით მეტი ექნებათ და საბრძოლო მომზადების კურსებსაც გაივლიან.

 


თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას თავდაცვის სისტემის სტრატეგიული განვითარების მიმართულებები გააცნო და თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შესახებ ესაუბრა, რომელიც წლის ბოლოს უკვე მზად იქნება და ხელს შეუწყობს საქართველოს მზადყოფნის პროგრამის ეფექტიანად განხორციელებას. ასევე, გამოქვეყნდება „მინისტრის ხედვის“ ორწლიანი დოკუმენტიც", - აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი