ომბუდსმენი ფინანსური პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე საუბრობს
07-11-2016, 07:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ომბუდსმენი მთავარ პროკურორს ბრალდებულ შ.კ-ს მიმართ ფინანსური პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

 

 

"2016 წლის 3 ნოემბერს „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ მოთავსებულმა ბრალდებულმა შ.კ.-მ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულთან საუბარში განაცხადა, რომ 2016 წლის 31 ოქტომბერს საცხოვრებელ სახლთან ახლოს შევიდა „პოპულის“ მაღაზიაში, სადაც გამყიდველს მისთვის საინტერესო პროდუქტის ფასი ჰკითხა. ამ ქმედებაზე რიგში მდგარმა ორმა უცნობმა პიროვნებამ უხეშად მიმართა რიგის დარღვევის გამო. შ.კ.–ს ცნობით, უცნობმა პირებმა განუცხადეს, რომ ისინი, მიუხედავად სამოქალაქო ფორმისა, იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. უცნობებმა შ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შედეგად ბრალდებულმა გონება დაკარგა.

 

 

ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატთან გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ უცნობი პირები ფინანსური პოლიციის თანამშრომლები - მ.მ. და გ.დ. არიან.

 

 

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ შ.კ. მონახულებისას, ბრალდებულს სხეულზე აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანება: კისერზე მარჯვნივ ექსკორიაცია დაფარული ფუფხით, ორივე თვალის ქვედა მარცხენა ქუთუთოზე ჰემატომა, ცხვირზე მოწითალო–იისფერი სისხლნაჟღენთი.

 

 

შ.კ.-ს სხეულზე არსებული მრავლობითი დაზიანებების ფაქტი თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მოპოვებული დოკუმენტაციითაც დასტურდება.

 

 

ნიშანდობლივია, რომ ბრალდებულს დროებითი მოთავსების იზოლატორში ოთხჯერ გაუწიეს პირველადი სამედიცნო დახმარება, საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც და „ნიუ ვიჟენის“ კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოთხოვნის საფუძველზე გადაიყვანეს, სადაც ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა.

 

 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი პირების მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და აწარმოოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ბრალდებულის სხეულზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად, აუცილებელია მოხდეს დროული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა და ჩატარება. ამასთან, გამოძიების სრულფასოვანი წარმართვის მიზნით, საჭიროა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნეს ვიდეო მეთვალყურეობის საშუალებებით დაფიქსირებული კადრები", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი