მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით საკმაოდ რთული მდგომარეობის შესახებ საუბრობს გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში. აუდიტის სამსახურს შეკითხვები აქვს ვანის, გორის და ქუთაისის მუნიციპალიტეტებთან.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის განმარტებით, ზოგან, ძირითადად, ცენტრალური თვითმმართველობის ორგანოებში, ეს საკითხი შედარებით მოგვარებულია, მაგრამ სხვა მუნიციპალიტეტებში ტენდერებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემაა. "მაგალითად, ვანის, ასევე გორის მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით. გავეცით რეკომენდაციები საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვაზე. ქუთაისის მუნიციპალიტეტთანაც გვაქვს კითხვები. დარღვევები 2014 წლის პერიოდს მოიცავს, რადგან ადგილობრივ თვითმმართველობებს 2015 წელს დაგეგმილი პროექტების განხორციელება ჯერაც არ დაუწყიათ, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონული პროექტების ფონდიდან უკვე 82 მილიონი ლარია გამოყოფილი," აცხადებს თორდია.
გენერალური აუდიტორის თქმით, ტენდერებთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე აუდიტის სამსახურმა არაერთი მასალა გადააგზავნა პროკურატურაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.