მიხელ სააკაშვილის მიერ ოდესის გუბერნატორის პოსტის დატოვებას "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა.
ბურჯანაძის თქმით, ინფორმაცია, უკრაინის ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის არსებულ პრობლემებზე, ყველასათვის იყო ცნობილი და მისი განსაკუთრებული გააქტიურება საქართველოში, არჩევნებთან დაკავშირებით, სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ მას ძალიან შერყეული ჰქონდა ოდესის გუბერნატორის სკამი.
„მიზეზებზე მე არ ვილაპარაკებ თუმცა ის, რომ უკრაინის ხელისუფლება ნადვილად ძალიან შორს არის იდეალური ხელისუფლებისაგან ესეც ფაქტია. სააკაშვილს მორალური უფლება არ აქვს ილაპარაკოს კორუფციაზე, ადამიანის უფლებებზე, ან საქმის კეთებაზე, ეს ჩემთვის კითხვის ნიშანს არ იწვევს“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ რომ რეალური ბრალდებები წაეყენებინა სააკაშვილისათვის ის ამდენს ვერ ისაუბრებდა, მაგრამ მისი პოლიტიკურად ცოცხლად დატოვება, შედიოდა სწორედ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ინტერესებში.
„ეს ძალიან ნათლად გამოჩნდა ახლანდელი არჩევნების დროსაც, როდესაც მოხდა აბსოლუტური პოლარიზება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შანსი არ არსებობდა სააკაშვილის დაბრუნების, „ქართულმა ოცნებამ“ ეს საფრთხე გააბუქა....
მმართველმა ძალამ „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ გაანადგურა პოლიტიკურად და მოაშორა ქართველ ხალხს, არამედ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო სხვა პოლიტიკური ძალები, მათ შორის ჩვენც. უბრალოდ, ჩვენ სხვებთან შედარებით უფრო ძლიერები და უფრო გამძლეები ვართ, მყარად ვდგავართ ფეხზე და ბრძოლას ვაგრძელებთ. რეალობა კი ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 27 % არის დღეს პარლამენტში მოხვედრილი, ხოლო თუნდაც ის პარტია, რომელმაც შეურიგებლად იბრძოლა ნაციონალური რეჟიმის წინააღმდეგ და 26 მაისს გადატეხა სააკაშვილის რეჟიმი წელში, არჩევნების გაყალბების გზით პარლამენტს გარეთ დატოვა“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.