დავით ნარმანიამ წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვა
07-11-2016, 08:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ორი პროგრამის ფარგლებში, წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვა. სერტიფიკატები და მადლობის სიგელები მაგისტრანტებსა და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს გადაეცათ. დედაქალაქის მერიის ცნობით, პროგრამების მიხედვით, 75 მაგისტრანტი 450 ლარს აიღებს, სოციალურად დაუცველ 80 სტუდენტს კი მუნიციპალიტეტი შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს.

 

 

"მერის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური 2015 წლიდან წარმატებულ სტუდენტთა წახალისების პროგრამას ახორციელებს. სტიპენდიის მოპოვება შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტს, რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრანტი და 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს არანაკლებ 91-100 ქულისა (A კატეგორია - ფრიადი). პირველ და მეორე ეტაპზე სტიპენდია მოიპოვა 149 წარჩინებულმა მაგისტრანტმა, მესამე ეტაპზე კი სტიპენდია გადაეცა 75 მაგისტრანტს.

 


რაც შეეხება მეორე პროგრამას, სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას გულისხმობს. ახალი, 2016 წელს მიღებული წესის შესაბამისად, მაღალი აკადემიური მოსწრების (A კატეგორია - ფრიადი) მქონე სტუდენტს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 ათასი ან ნაკლები ქულით ირიცხება, სწავლის საფასური 100%-ით უფინანსდება. დაფინანსება ეტაპობრივად, სემესტრის მიხედვით ხდება", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


„თითოეული ეს პროგრამა მნიშვნელოვანია სტუდენტების წახალისებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობისათვის. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი ძალიან კმაყოფილია,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი