იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის პაოლო ჯენტილონის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-იტალიას შორის ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით, ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში მემორანდუმს, ასევე სამეცნიერო-კულტურული თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პრემიერ მინისტრის და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო შეხვედრის შემდეგ გაიმართა.
დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, პაოლო ჯენტილონიმ.
საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის შეთანხმების აღმასრულებელ პროგრამას ხელი მოაწერეს მიხეილ ჯანელიძემ და პაოლო ჯენტილონიმ. ხოლო ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, იტალიის მხრიდან კი საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა.
პაოლო ჯენტილონის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დასრულდა.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მისი განცხადებით ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებას.
„ჩვენ გვაქვს დინამიური ორმხრივი ურთიერთობები და მივესალმებით ახალი მიმართულებების გაჩენას ამ ურთიერთობებში. აღნიშნულ ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და განვიხილავთ იტალიის მთავრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად.“ - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.