საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის მიერ ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დატოვებას ეხმაურება.
სუბარს მიაჩნია, რომ თანამდებობიდან გადადგომა "სააკაშვილის გადაწყვეტილება" არ ყოფილა, მისივე თქმით, "სააკაშვილმა უბრალოდ მოვლენებს დაასწრო".
დევნილთა მინისტრის აზრით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი "უკრაინაშიც გაკოტრებული პოლიტიკოსია", რომელიც პასუხს აგებს "ან საქართველოს, ან უკრაინის ან რომელიმე სხვა ქვეყნის სასამართლოს წინაშე".
”მიხეილ სააკაშვილი უკვე უკრაინაშიც არის გაკოტრებული პოლიტიკოსი, საქართველოში ის არის უბრალოდ ძებნილი, რომელსაც ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩამოვიყვანთ და წარსდგება ქართული სასამართლოს წინაშე. მაგრამ, ეჭვი მაქვს, ტაციაობა იქნება რომელი ქვეყნის სასამართლოს წინაშე წარსდგება საქართველოს, უკრაინის თუ შეიძლება კიდევ სხვაც მიემატოს. მე მაინც მგონია, რომ პირველად იქ აგებს პასუხს, სადაც ყველაზე მეტი დანაშაულები ჩაიდინა, ანუ საქართველოს სასამართლოში....
არა მგონია სააკაშვილის გადადგომა მისი გადაწყვეტილება იყოს, მან უბრალოდ დაასწრო მოვლენებს. მე არ მაქვს ძალიან დიდი ინტერესი იმის მიმართ რა გააკეთა მან იქ და რის გამო მოუწია გადადგომა. მე მაქვს ინტერესი იმის მიმართ, რომ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს, ძებნილი აუცილებლად უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე, რომ იქ ამტკიცოს თავის უდანაშაულობა ან პირიქით იქ დაუმტკიცდეს მას, მის მიერ ჩადენილი დანაშაული”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.