საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი სანდრა რულოვსის მიერ დეპუტატის მანდატზე უარის თქმას აფასებს.
სუბარის თქმით, რულოვსმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ "დაინახა მითი, თითქოს ვიღაცა ენდობოდა, მის მიმართ და სააკაშვილის მიმართ ქართველ ხალხში არსებობდა დადებითი წარმოდგენები, დაიმსხვრა".
მინისტრი აცხადებს, რომ დეპუტატის მანდატის გამოყენების შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოში რულოვსი "ვერაფერს გააკეთებდა".
"შესაბამისად, მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. მე ნაკლებად მაინტერესებს ”ნაციონალური მოძრაობის” იმ 27 წევრიდან რომელი დარჩება, რომელი გავა და ვინ ჩაანაცვლებს მათ. ამაზე თვითონ იდარდონ”.... სანდრა რულოვსი ვერც პარლამენტში გააკეთებდა რამეს და პარლამენტს გარეთ მისი დარჩენითაც არაფერი იცვლება", - განაცხადა სუბარმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პროპორციული საარჩევნო სიის მე-2 ნომერმა სანდრა რულოვსმა, რომელმაც ზუგდიდის 66-ე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მე-2 ტურში კენჭისყრაზე უარი განაცხადა, საბოლოოდ პარლამენტში შესვლაზეც უარი თქვა.
რულოვსმა აღნიშნული გადაწყვეტილებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა.
სანდრა რულოვსის ნაცვლად პარლამენტის წევრი სავარაუდოდ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის 28-ე ნომერი, გიორგი ღვინიაშვილი გახდება. იგი კენჭს გურჯაანის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა, მაგრამ "ქართული ოცნების" კანდიდატთან დამარცხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.