დავით დარჩიაშვილი: სანდრა რულოვსისთვის ფსიქოლოგიურად ძნელი იქნებოდა იმ უმრავლესობის გვერდით ყოფნა, რომელმაც ყველანაირი უკანონო მეთოდი გამოიყენა მის წინააღმდეგ
08-11-2016, 01:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დარჩიაშვილი სანდრა რულოვსის მიერ დეპუტატის მანდატზე უარის თქმას ეხმაურება.

 

 

დარჩიაშვილი აცხადებს, რომ "რულოვსისთვის საპარლამენტო უმრავლესობის გვერდით ყოფნა ფსიქოლოგიურად ძნელი იქნებოდა".

 

 

„სამწუხაროა, სასურველი იქნებოდა, რომ სანდრაც ყოფილიყო პარლამენტში, მაგრამ აბსოლუტურად მესმის მისი განსაკუთრებული მდგომარეობის და რამდენად ძნელია ფსიქოლოგიურად მისთვის ამ უმრავლესობის გვერდით ყოფნა, რომელმაც ყველანაირი უკანონო მეთოდი გამოიყენა მის წინააღმდეგ ზუგდიდის რაიონში არჩევნების დროს,“ - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პროპორციული საარჩევნო სიის მე-2 ნომერმა სანდრა რულოვსმა, რომელმაც ზუგდიდის 66-ე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მე-2 ტურში კენჭისყრაზე უარი განაცხადა, საბოლოოდ პარლამენტში შესვლაზეც უარი თქვა.


რულოვსმა აღნიშნული გადაწყვეტილებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა.

 


სანდრა რულოვსის ნაცვლად პარლამენტის წევრი სავარაუდოდ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის 28-ე ნომერი, გიორგი ღვინიაშვილი გახდება. იგი კენჭს გურჯაანის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა, მაგრამ "ქართული ოცნების" კანდიდატთან დამარცხდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი