პრეზიდენტმა ადვოკატთა ასოციაციაში განახლებული სასწავლო ცენტრი გახსნა
08-11-2016, 02:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადვოკატის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ეწვია და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განახლებული და აღჭურვილი სასწავლო ცენტრი გახსნა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტი “იურიდიულ პროფესიაში შესვლის, ახალი სტანდარტების დანერგვის რეფორმის მატერიალურ ტექნიკური მხარდაჭერა’, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა, მიზნად ისახავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციურ განვითარებასა და ადვოკატის სავალდებულო სტაჟირების სისტემის დანერგვის ხელშეწყობას.

 


საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ადვოკატთა ასოციაციისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელებისათვის და აღნიშნა, რომ ადვოკატთა სასწავლო ცენტრი ადვოკატთა კორპუსის გაძლიერებას ემსახურება, რომელთა გარეშეც შეუძლებელია ქვეყანაში შედგეს სამართლიანი საზოგადოება, სამართლიანი სასამართლო, შედგეს სამართლებრივი სახელმწიფო.

 


სასწავლო ცენტრში სტუმრობისას გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატის პროფესიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ორდენით დააჯილდოვა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი