გიორგი მარგველაშვილი: ადვოკატებზე ნებისმიერ ზეწოლას განვიხილავ იმ ღირებულებებზე ზეწოლად, რომლის დაცვასაც კონსტიტუცია გვავალებს
08-11-2016, 02:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადვოკატებზე ნებისმიერ ზეწოლას განვიხილავ იმ ღირებულებებზე ზეწოლად, რომლის დაცვასაც კონსტიტუცია გვავალებს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ადვოკატთა ასოციაციაში სტუმრობისას გააკეთა, სადაც მან ადვოკატის დღესთან დაკავშირებით, განახლებული სასწავლო ცენტრი გახსნა.

 


„ადვოკატის პროფესია, ძალიან ძლიერ მორალურ სიმტკიცეს მოითხოვს, რადგან თქვენ ითავისებთ ბრალდებულის პოზიციას და ცდილობთ საზოგადოებას და სახელმწიფოს დაუმტკიცოთ, რომ ყველა ბრალში არსებობს რაღაც გამამართლებელი პოზიცია.

 


თქვენ იცავთ სწორედ იმას, რის დაცვასაც საქართველოს კონსტიტუცია მეც მავალებს - ადამიანის უფლებებს. ყველა ადამიანის უფლებაა მიიღოს სამართლიანი სასამართლო.
თქვენ ბევრი რამე გადაიტანეთ. ჩვენ გვსმენია იმ ადვოკატების შესახებ, რომელთაც სისტემა ხშირად ძალიან ბრუტალურად ექცეოდა და გვსმენია იმის შესახებაც, როგორ მტკიცედ ერთიანდებოდით თქვენ მათ დასაცავად.

 


ეს ბუნებრივიცაა, რადგან საზოგადოებაში, რომელიც ვითარდება ხშირადაა გადაცდომები. მიხარია, რომ ის ადამიანები, რომელბმაც საქართველოს მოქალაქეები უნდა დაიცვან, თავიანთი პროფესიული ცოდნის ნაწილს აქ, ამ სასწავლო ცენტრში მიიღებენ.

 


გარკვეულწილად, ის საქმე და თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს შორის შედგა დაეხმარება მათ ემსახურონ მთავარს - ჰუმანური და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას, რომელშიც ადამიანები სამართალზე დაყრდნობით აშენებენ ძლიერ სახელმწიფოს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ადვოკატთა ასოციაციაში სიტყვით გამოსვლისას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი