ნოდარ ჯავახიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ხშირია, როდესაც რეგიონებში გამოცხადებულ ტენდერებში ერთი და იგივე კომპანია იმარჯვებს და ადგილი აქვს გამგებლების მხრიდან "მამაძაღლობას".
თუმცა, ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ფორმალურად ყველაფერი სწორად კეთდება და სანამ რომელიმე ტენდერებში დაჩაგრული კომპანია ხმას არ ამოიღებს, მანამდე სიტუაცია არ გამოსწორდება.
ნოდარ ჯავახიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ხშირია, როდესაც რეგიონებში გამოცხადებულ ტენდერებში ერთი და იგივე კომპანია იმარჯვებს.
„მაქვს ინფორმაცია, რომ გამგებლების ნაწილი მამაძაღლობს, მაგრამ დასამტიცებლად ფაქტები და კომპანიების დახმარება მჭირდება. თუ ამის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა, გარწმუნებთ, რომ გამგებლების თავები დაიყრება. რეგიონებში ტენდერებში ერთი და იგივე კომპანიები იმარჯვებენ. სავარაუდოდ, სხვა კომპანიებს აშინებენ და ტენდერში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მისი განცხადებითვე, ყველა ადამიანმა საკუთარი უფლებებისთვის თავად უნდა იბრძოლოს და თუ მას ტენდერებში რაიმე დარღვევის შესახებ მიმართავენ, ნებისმიერ საკითხს ძირფესვიანად პირადად შეისწავლის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.