ქობულეთში, ემტეესის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს სამუშაო პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაობი უახლოეს პერიოდში დასრულდება.
"სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი საკანალიზაციო სისტემით 200-მდე ოჯახი ისარგებლებს. დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციები არასოდეს არ არსებობდა.
სამშენებლო პროექტის ფარგლებში მოეწყო ცენტრალური მაგისტრალი, შიდა ქსელი. ამ ეტაპისთვის სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, საიდანაც ფეკალური მასები ქალაქის ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემაზე დაერთდება", - აცხადებენ გამგეობაში.
ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 054 799 ლარი დაიხარჯება.
გამგეობის ცნობით, გასულ წელს ემტეესისა და კარიერის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემების მოწყობისთვის სამუშაოების პირველი ეტაპი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ორი სატუმბი სადგური, მდინარე კინტრიშზე წყლის მილმდენების გადატარების კასკადი, ტუმბოების სანიტარული ღობეები და ქვიშდამჭერები. პროექტის განხორციელებისთვის 1 657 444 ლარი დაიხარჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.