საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გივი ჩოჩიამ ორპირი-ცუცხვათი-მღვიმეს 10.47-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, გზის საფარის, ხელოვნური ნაგებობების და მონაკვეთზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია მოხდება. მოეწყობა გაბიონის საყრდენი კედლები, საგზაო ნიშნები, ზღუდარები და მიმმართველი ბოძკინტები. გზის სავალი ნაწილი მოინიშნება. ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
"ორპირი – ცუცხვათი – მღვიმეს სარეაბილიტაციო მონაკვეთი ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-9 კილომეტრზე მდებარე გადასახვევიდან იწყება, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებს (ორპირი, კოკა, ოხომირა და ცუცხვათი) გაივლის და სოფელ ცუცხვათთან მთავრდება. აღნიშნულ გზას ისტორიული ცუცხვათის ციხის ნანგრევებთან და კასტრული მღვიმისკენ მიმავალი მთის ბილიკის დასაწყისთან მივყავართ, რაც ტურისტული თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
გზას რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებია და თითქმის სრულად ამორტიზებული იყო", - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 7 999 170.34 ლარია. სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და 2018 წლის იანვარში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.