"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი სანდრა რულოვსის მიერ დეპუტატის მანდატზე უარის თქმას ეხმაურება.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას სამადაშვილმა აღნიშნა, "კარგი იქნებოდა თუ სანდრა რულოვსი საპარლამენტო ტრიბუნიდან გააგრძელებდა ბრძოლას".
„ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ, რომ მას სრული უფლება აქვს მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება და შესაბამისად, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის არჩევანს.
ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ქალბატონი სანდრა ჩვენთან ერთად გააგრძელებდა ბრძოლას საპარლამენტო ტრიბუნიდანაც. ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური პოტენციალი,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.