უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მისი ყოფილი თანაგუნდელის, მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან გადადგომის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის მთავრობა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მხარს დაუჭერს. როგორც უკრაინული მედია წერს, აღნიშნულ საკითხზე პეტრო პოროშენკომ სლოვენიის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ. თუ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს პოლიტიკური კამპანია ოპოზიციურ მოედანზე, ვიმედოვნებ, ხვალ მთავრობა საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მისი გადადგომის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს”, - განაცხადა პოროშენკომ და დაამატა, რომ წლების წინათ რამდენიმე ქართველი მიიწვიეს უკრაინაში რეფორმების გასატარებლად, რომლებიც მაღალ თანამდებობზე დაინიშნენ და რამდენიმე მათგანი კვლავ განაგრძობს აღნიშნულ პოსტებზე საქმიანობას.
“ზოგიერთი მათგანი მთავრობაში წარმატებულ მუშაობას განაგრძობს, მაგალითად, ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე, უკრაინის ნაციონალურ ანტიკორუფციულ ბიუროში გიზო უგულავა და მრავალი სხვა. ზოგიერთმა, საქართველოს არჩევნებში დამარცხების შემდეგ საქმიანობის სფეროს შეცვლა და უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება გადაწყვიტა“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.