სააკაშვილი პოროშენკოს პასუხობს: ყველა უნდა შეეგუოს, რომ მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და გავიმარჯვებ ან დავმარცხდები არა საქართველოში, არამედ უკრაინაში
08-11-2016, 08:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველა უნდა შეეგუოს, რომ მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და გავიმარჯვებ ან დავმარცხდები არა საქართველოში, არამედ უკრაინაში, - ასე ეხმაურება ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას უკრაინაში "მოწვეულ ქართველებთან" დაკავშირებით.

 

 

როგორც სოციალურ ქსელში სააკაშვილი წერს, მისი შედარება "დეკანოიძესთან და სხვა მოწვეულ ქართველებთან არაკორექტულია". ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიიჩნევს, რომ წარმომავლობაზე აპელირება "ავაკოვის მეთოდს" ჰგავს. მისივე განცხადებით, "სასურველია, რომ პოროშენკო ასეთ რიტორიკაზე მაღლა იდგეს".

 

 

„უკრაინის პრეზიდენს, პეტრო პოროშენკოს კარგად მოეხსენება, რომ მე არ მიმიღია უშუალო მონაწილეობა საქართველოს არჩევნებში და სურვილის მიუხედავად ამის გაკეთება არც შემეძლო, რადგან უკრაინის მოქალაქე ვარ. მასზე უკეთესად არავინ იცის, რომ ჩემი შედარება დეკანოიძესთან და სხვა „მოწვეულ“ ქართველებთან არაკორექტულია. ჩემს წარმომავლობაზე აპელირება ავაკოვისა და მისი მსგავსი მოღვაწეების მეთოდს ჰგავს. მე კი ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი ასეთ რიტორიკაზე მაღლა იდგეს.

 

 

მე და პეტრო პოროშენკო პრაქტიკულად ერთ დროს ჩავედით უკრაინაში, მე საქართველოდან, ის - მოლდოვიდან. უკრაინის მოქალაქეობის მონიჭებისთვის მისი მადლობელი ვარ.... პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ მე ჯერ კიდევ 6 თვის წინათ მინდოდა წასვლა, მაგრამ მან გადამაფიქრებინა...." - წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მისი ყოფილი თანაგუნდელის, მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან გადადგომის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის მთავრობა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მხარს დაუჭერს. როგორც უკრაინული მედია წერს, აღნიშნულ საკითხზე პეტრო პოროშენკომ სლოვენიის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

"ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ. თუ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს პოლიტიკური კამპანია ოპოზიციურ მოედანზე, ვიმედოვნებ, ხვალ მთავრობა საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მისი გადადგომის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს”, - განაცხადა პოროშენკომ და დაამატა, რომ წლების წინათ რამდენიმე ქართველი მიიწვიეს უკრაინაში რეფორმების გასატარებლად, რომლებიც მაღალ თანამდებობზე დაინიშნენ და რამდენიმე მათგანი კვლავ განაგრძობს აღნიშნულ პოსტებზე საქმიანობას.

 


“ზოგიერთი მათგანი მთავრობაში წარმატებულ მუშაობას განაგრძობს, მაგალითად, ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე, უკრაინის ნაციონალურ ანტიკორუფციულ ბიუროში გიზო უგულავა და მრავალი სხვა. ზოგიერთმა, საქართველოს არჩევნებში დამარცხების შემდეგ საქმიანობის სფეროს შეცვლა და უკრაინაში პოლიტიკური აქტიურობის დაწყება გადაწყვიტა“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი