ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის მზად არ არის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა "ნიუ იორკ თაიმსთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოს მიაჩნია, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარება სანქციების გარეშე შესაძლებელია.
ტუსკის აზრით, ევროპამ უნდა ისწავლოს უკრაინის მაგალითზე საფრთხეებთან გამკლავება. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტი ერთ-ერთია იმ კრიზისებს შორის, რაც ევროპის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს, ამიტომაც ევროპამ და აშშ-მა ერთად უნდ იმოქმედოს.
დონალდ ტუსკი დღეს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრას გეგმავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.