ჩემი ხმა დაიკარგა იმიტომ, რომ მე სწორედ მრავალპარტიულ პარლამენტს მივეცი ხმა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "არჩევანი" გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, საარჩევნო ველის დაძაბვა, რომელიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლის საკითხმა გამოიწვია, მომგებიანი აღმოჩნდა ორი დიდი სუბიექტისთვის - "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობისთვის".
"ამ ფონზე, როდესაც ოპოზიცია ბევრად უფრო ტანმორჩილი პარტიების სახით იყო წარმოდგენილი, ოპოზიციამ ვრ გაიაზრა, რომ ეს ორი დიდი სტრუქტურა "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" მოახდენდნენ ველის ასე ვთქვათ პრივატიზაციას. არ მოხდა ოპოზიციის გაერთიანება, არ მოხდა მესამე ალტერნატივის ჩამოყალიბება. ამის შედეგად მოხდა ის, რაც მოხდა. ნაწილი ამომრჩეველი გაუცხოვდა საარჩევნო პროცესთან იმიტომ, რომ გაუცხოვებული იყო ამ ორ დიდ პოლიტიკურ ძალასთან. ნაწილი ამომრჩევლის ხმები დაიკარგა, მათ შორის, მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩემი ხმაც დაიკარგა იმიტომ, რომ მე სწორედ მრავალპარტიულ პარლამენტს მივეცი ხმა. აქედან გამომდინარე, ამ რეალობის შედეგად, ჩვენ მივიღეთ ორპოლუსიანი პარლამენტი. ის, რაც რეალურად არც არადემოკრატიული არ არის, არც აპრიორი ცუდი არ არის, მაგრამ არის გუშინდელი დღე. ის, რაც 12-დან -16-მდე გვქონდა", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.