მარგველაშვილი მისადმი პირად ანგარიშსწორებაზე ალაპარაკდა - სანამ შენ ხალხს პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის უფლებას აართმევ, კარგად უნდა აუხსნა ამ ხალხს, რატომ აკეთებ ამას
08-11-2016, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავს საქართველოს პრეზიდენტი. როგორც მან გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა, „ამ იდეას არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია. არ არის ეს იდეა კავშირში იმ გამოწვევებთან, რომელიც გააჩნია ქართულ საზოგადოებას“ და „იმ დღის წესრიგთან, რომელიც ამომრჩეველმა დაუკვეთა თავის პარტიას ან სხვა პარტიებს“.

 

 

მარგველაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ რომელიმე პოლიტიკოსის თავში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხიც დადგეს, რაც მას „პირადი ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას“ უქმნის. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „სანამ შენ მათ ამას [პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის უფლებას] აართმევ - ეს სხვა არაფერია თუ არა ართმევა - კარგად უნდა აუხსნა ამ ხალხს, რატომ აკეთებ“ ამას.

 


„რა აუცილებლობას წარმოადგენს ესა თუ ის იდეა. შეიძლება ძალიან კარგი იდეა გქონდეთ, მაგრამ თუ ეს არ გამომდინარეობს აუცილებლობიდან, აი, რატომ აპირებთ ამა თუ იმ რაღაცის გაკეთებას. არ ვიცი, მაგალითად სახლში გადაწყვიტეთ, რომ აიღოთ ერთი კედელი, დაანგრიო და მეორე კედელი ააშენოთ. შეიძლება კარგი იდეაა, სხვა სახლებში ესეა, მაგრამ კონკრეტულად თქვენ რაში გჭირდებათ და აი, ეს ტენდენცია და ეს მოტივაცია როდესაც გაჩნდა, რომ უცებ პირველი რაც უნდა გაკეთდეს, უნდა შეცვლილ იქნეს კონსტიტუცია, ბუნებრივად გამოჩნდა, რომ ამ იდეას არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია. არ არის ეს იდეა კავშირში იმ გამოწვევებთან, რომელიც გააჩნია ქართულ საზოგადოებას, იმ საჭიროებებთან, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, იმ დღის წესრიგთან, რომელიც ამომრჩეველმა დაუკვეთა თავის პარტიას ან სხვა პარტიებს. თუ ჩვენ ვისაუბრებთ რეიტინგებზე ან საარჩევნო კამპანიაზე, საუბარი იმის თაობაზე რომ თურმე კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს და პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს, საერთოდ არ იყო არანაირად განხილული. იმიტომ, რომ ეს არ არის პრობლემა, ეს არ არის გადასაწყვეტი საკითხი. თუ ვინმე აზრიანად გამაგებინებს ამ საკითხის შედეგად რა წყდება ან რომელი პრობლემა მოგვარდება - მიებმემა ეს დასაქმებას, მიებმება ეს უფრო სამართლიან სასამართლოს, მიებმება ეს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას თუ ჩვენი ოკუპაციის თემატიკას, თუ რომელს, ჯანდაცვას, რასთან არის კავშირში... (აქ მარგველაშვილს გადაცემის წამყვანმა გააწყვეტინა სიტყვა, რის შემდეგაც მან განაგრძო)... თუ არ იქნება იმ ტიპის დისკუსია, რომელიც ჩემსა და “ქართულ ოცნებას“ შორის იყო, თუნდაც ვეტოების სახით, ეს ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას დატოვებს ქართულ დემოკრატიაზე, არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

 


საქართველოს პრეზიდენტმა „არარეალური, ეფემერული ფანტაზიები“ უწოდა იმის შესაძლებლობას, რომ მას შესაძლოა ვადამდე ადრე, იმპიჩმენტის გზით მოუწიოს პოსტის დატოვება. მას ამგვარი საუბრები „პოლიტიკოსების გართობად“, თუმცა საკონსტიტუციო უმრავლესობის პირბებში შესაძლებლადაც მიაჩნია.

 


„უცებ, მაგალითად, შესაძლებელია, რომელიმე, ასე ვთქვათ გამორჩეულ პოლიტიკოსს მოუვიდეს თავში იმპიჩმენტის სურვილი და წამოიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. რა თქმა უნდა, იმპიჩმენტს სჭირდება გარკვეული საფუძვლები, უნდა იყოს კონკრეტული დანაშაული, მაგრამ ასეთი პოლიტიკოსების აზრში და ფანტაზიაში, ასე ვთქვათ დანაშაულის თემაც გაჩნდება ხომ?! რატომ არ შეიძლება ხვალ ან ზეგ რაიმე ასეთი ტიპის დანაშაულის ინსცენირების იდეა მოუვიდეს რომელიმე პოლიტიკოსს, მაგრამ მე მაინც ეს, ოდიოზურ ფიგურებად მიმაჩნია ის ადამიანები, ვინც საუბრობენ ასეთი ტიპის განვითარებაზე - ან პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე, ან იმპიჩმენტის პროცედურაზე. ეს არის უბრალოდ ფანტაზიის, ფანტაზიის, რაღაც ეფემერული ფანტაზიის შედეგი“, - აღნიშნა მარგველაშვილმა და იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი არ იყოს არჩეული საყოველთაო კენჭისყრის გზით თქვა:

 

 

„ძალიან მარტივი პოზიცია გამაჩნია ამასთან დაკავშირებით. ეს არის ქართველი ხალხის უფლება და სანამ შენ ამ უფლებას ქართულ საზოგადოებას და ქართველ ხალხს, რომელიც ფაქტიურად ახალი, დამოუკიდებლობის წლებიდან ჩვენ გვაქვს, სანამ შენ მათ ამას აართმევ, ეს სხვა არაფერია თუ არა ართმევა, კარგად უნდა აუხსნა ამ ხალხს რატომ აკეთებ და იმითი ვერ აუხსნი, რომ მარგველაშვილი არ არის კარგი ადამიანი ან კარგი პოლიტიკოსი ან მარგველაშვილი არ მოგწონს, შენ უნდა აუხსნა უფრო ფუნდამენტურად და თქვა, რატომ არ აქვს ამომრჩეველს უფლება აირჩიოს ქვეყნის პირველი პირი. ამ ახსნის გარეშე, ეს ტოვებს რაღაც ზედაპირული, პირადი ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ასეთი „ოდიოზური ფიგურა“ არის თუ არა შესაძლებელი, რომ იყოს ბიძინა ივანიშვილი - პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ასე უპასუხა:

 


„მე და ბიძინა ივანიშვილს არ გვქონია ურთიერთობა, უკვე სამი წელია. ასე, რომ ბიძინას თაობაზე მე კომენტარს ნაკლებად შევძლებ, რომ გავაკეთო, ან რა გეგმა აქვს ბიძინას, ან რა ტიპის პოლიტიკურ პროცესს გეგმავს ივანიშვილი... ივანიშვილი საუბრობს ჩემზე, მაგრამ ურთიერთობა გულისხმობს ორმხრივ ასე ვთქვათ, პროცესს, როდესაც ისიც საუბრობს და მეც ვპასუხობ. შესაბამისად, ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა, რო მე მეპასუხოს, მაგრამ ერთის მხრივ რომ შევხედოთ, რეალურად ის პოლიტიკური ველი, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში, და ის, რა ურთიერთობაც მაქვს მე „ქართულ ოცნებასთან“, მთავრობასთან, პარლამენტთან, მე არ ვფიქრობ, რომ პრობლემური უნდა იყოს ივანიშვილისთვის, როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერისთვის და თვითონ მმართველი გუნდისთვის, იმიტომ, რომ თუ დემოკრატიულობაზე არის საუბარი, იმის ჩვენებაზეა საუბარი, რომ ყველაფერი არ იმართება ერთი ცენტრიდან, და ქვეყნაში გაწონასწორებისა და ბალანსის მექანიზმები მოქმედებს, მე ვფიქრობ, რომ ეს კარგი ილუსტრაცია არის ქართული დემოკრატიული პროცესისა იმიტომ, რომ ნამდვილად, როგორც გამოაცხადეთ, მე ივანიშვილის მიერ ვიყავი დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატად, ის აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კაპმანიაში, „ ქართული ოცნება“ აქტიურად ატარებდა საარჩევნო კამპანიას და მაინც ჩვენ მივიღეთ რეალობა, როდესაც პრეზიდენტი გარკვეულ საკითხებში ეკამათება ხელისუფლებას, გარკვეულ საკითხებზე ადებს ვეტოს, რაც გაწონასწორების, ბალანსის უზრუნველმყოფელია ქვეყანაში და მე ვფიქრობ, რომ დადებითი მაჩვენებელია ქართული დემოკრატიის“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი