გიორგი მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ რომელიმე პოლიტიკოსის, „ოდიოზური ფიგურის“ თავში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხიც დადგეს, რაც მას „პირადი ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას“ უქმნის. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „სანამ შენ მათ ამას [პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის უფლებას] აართმევ - ეს სხვა არაფერია თუ არა ართმევა - კარგად უნდა აუხსნა ამ ხალხს, რატომ აკეთებ“ ამას.
„უცებ, მაგალითად, შესაძლებელია, რომელიმე, ასე ვთქვათ გამორჩეულ პოლიტიკოსს მოუვიდეს თავში იმპიჩმენტის სურვილი და წამოიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. რა თქმა უნდა იმპიჩმენტს სჭირდება გარკვეული საფუძვლები, უნდა იყოს კონკრეტული დანაშაული, მაგრამ ასეთი პოლიტიკოსების აზრში და ფანტაზიაში, ასე ვთქვათ დანაშაულის თემაც გაჩნდება ხომ?! რატომ არ შეიძლება ხვალ ან ზეგ რაიმე ასეთი ტიპის დანაშაულის ინსცენირების იდეა მოუვიდეს რომელიმე პოლიტიკოსს, მაგრამ მე მაინც ეს, ოდიოზურ ფიგურებად მიმაჩნია ის ადამიანები, ვინც საუბრობენ ასეთი ტიპის განვითარებაზე - ან პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე, ან იმპიჩმენტის პროცედურაზე. ეს არის უბრალოდ ფანტაზიის, ფანტაზიის, რაღაც ეფემერული ფანტაზიის შედეგი“, - აღნიშნა მარგველაშვილმა და იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი არ იყოს არჩეული საყოველთაო კენჭისყრის გზით თქვა:
„ძალიან მარტივი პოზიცია გამაჩნია ამასთან დაკავშირებით. ეს არის ქართველი ხალხის უფლება და სანამ შენ ამ უფლებას ქართულ საზოგადოებას და ქართველ ხალხს, რომელიც ფაქტიურად ახალი, დამოუკიდებლობის წლებიდან ჩვენ გვაქვს, სანამ შენ მათ ამას აართმევ, ეს სხვა არაფერია თუ არა ართმევა, კარგად უნდა აუხსნა ამ ხალხს რატომ აკეთებ და იმითი ვერ აუხსნი, რომ მარგველაშვილინ არ არის კარგი ადამიანი ან კარგი პოლიტიკოსი ან მარგველაშვილი არ მოგწონს, შენ უნდა აუხსნა უფრო ფუნდამენტურად და თქვა, რატომ არ აქვს ამომრჩეველს უფლება აირჩიოს ქვეყნის პირველი პირი. ამ ახსნის გარეშე, ეს ტოვებს რაღაც ზედაპირული, პირადი ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე ასეთი „ოდიოზური ფიგურა“ არის თუ არა შესაძლებელი, რომ იყოს ბიძინა ივანიშვილი - პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უპასუხა:
„მე და ბიძინა ივანიშვილს არ გვქონია ურთიერთობა, უკვე სამი წელია. ასე, რომ ბიძინას თაობაზე მე კომენტარს ნაკლებად შევძლებ, რომ გავაკეთო, ან რა გეგმა აქვს ბიძინას, ან რა ტიპის პოლიტიკურ პროცესს გეგმავს ივანიშვილი... ივანიშვილი საუბრობს ჩემზე, მაგრამ ურთიერთობა გულისხმობს ორმხრივ ასე ვთქვათ, პროცესს, როდესაც ისიც საუბრობს და მეც ვპასუხობ. შესაბამისად, ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა, რო მე მეპასუხოს, მაგრამ ერთის მხრივ რომ შევხედოთ, რეალურად ის პოლიტიკური ველი, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში, და ის, რა ურთიერთობაც მაქვს მე „ქართულ ოცნებასთან“, მთავრობასთან, პარლამენტთან, მე არ ვფიქრობ, რომ პრობლემური უნდა იყოს ივანიშვილისთვის, როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერისთვის და თვითონ მმართველი გუნდისთვის, იმიტომ, რომ თუ დემოკრატიულობაზე არის საუბარი, იმის ჩვენებაზეა საუბარი, რომ ყველაფერი არ იმართება ერთი ცენტრიდან, და ქვეყნაში გაწონასწორებისა და ბალანსის მექანიზმები მოქმედებს, მე ვფიქრობ, რომ ეს კარგი ილუსტრაცია არის ქართული დემოკრატიული პროცესისა იმიტომ, რომ ნამდვილად, როგორც გამოაცხადეთ, მე ივანიშვილის მიერ ვიყავი დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატად, ის აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კაპმანიაში, „ ქართული ოცნება“ აქტიურად ატარებდა საარჩევნო კამპანიას და მაინც ჩვენ მივიღეთ რეალობა, როდესაც პრეზიდენტი გარკვეულ საკითხებში ეკამათება ხელისუფლებას, გარკვეულ საკითხებზე ადებს ვეტოს, რაც გაწონასწორების, ბალანსის უზრუნველმყოფელია ქვეყანაში და მე ვფიქრობ, რომ დადებითი მაჩვენებელია ქართული დემოკრატიის“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.