გიორგი მარგველაშვილი: ქორწინების შესახებ ჩანაწერის კონსტიტუციაში შეტანა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო და მათ აქვთ ვალდებულება, რომ შეასრულონ დაპირება
08-11-2016, 14:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქორწინების შესახებ ჩანაწერის კონსტიტუციაში შეტანა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო და „ოცნებას“ აქვს ვალდებულებაც, უფლებაც, რომ ამომრჩეველს ეს დაპირება შეუსრულოს.

 

 

როგორც "რუსთავის 2"-ის პირდაპირ ეთერში მარგველაშვილმა განაცხადა, თავად ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია დაფიქსირებული აქვს.

 

 

„ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა, რომ თუ ექნებოდათ საკონტიტუციო უმრავლესობა, ამ ჩანაწერს შეიტანენ კონსტიტუციაში. ეს იყო მათი საარჩევნო დაპირება. მე მიმაჩნია, რომ „ოცნებას“ აქვს ვალდებულებაც და უფლებაც, რომ ეს დაპირება შეუსრულოს ამომრჩეველს. აქ წინააღმდეგობრივს მათთან მიმართებაში ვერ ვხედავ. ზუსტად იგივე ჩანაწერი არსებობს სამოქალაქო კოდექსში. თუ დანახვადია აქ ჰომოფობიური ტენდენციები, წლების განმავლობაში ეს უნდა დაგვენახა სამოქალაქო კოდექსში. ჰომოფობიის ნიშნით არავის გაუპროტესტებია კოდექსი. თუ ეს ქვეტექსტი არსებობდა, რატომ არ მოხდა ამ ქვეტექსტზე მინიშნება მაშინ, როდესაც წლებია, მიღებული გვაქვს სამოქალაქო კოდექსი. რატომ არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა ამის გაპროტესტება. აპრიორი ეს ნიშნავს, რომ არც თემა არსებობს, არც მისი გაპროტესტების საკითხი“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი