50 შტატიდან 41-ში დათვლილი ხმების მიიხედვით დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 244 ხმა აქვს, ჰილარი კლინტონს 209, გამარჯვებისთვის კი 270 ხმაა საჭირო.
BBC -ის ცნობით, ამ დროის მონაცემებით, ტრამპს ხმა მისცა 43,446,143 -მმა ამომრჩეველმა, რაც 49.0%-ს შეადგენს, ჰილარი კლინტონს კი 41,295,986 ამომრჩეველმა, რაც 46.6%-ია, სხვებმა კი 3,892,661 ხმა მიიღეს, რაც 4.4%-ია.
რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა მთავარი შტატები - ოჰაიო და ჩრდილო კაროლინა მოიგო, მაშინ როცა ჰილარი კლინტონი ვირჯინიას იგებს, ხმების დათვლა კი მთელ შეერთებულ შტატებში გრძელდება. საბოლოო შედეგები შუაღამის შემდეგ, თბილისის დროით კი ოთხშაბათს დილის 9 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.
ამ წუთებში კი ცნობილი ხდება, რომ ტრამპმა ბრძოლა ჯორჯიაშიც მოიგო და საარჩევნო კოლეგიის მხოლოდ 26 ხმა აცილებს გამარჯვებამდე.
ამ დროისთვის კი ტრამპი იგებს ფლორიდაში, სადაც მას ამომრჩეველთა ხმების 49.1% აქვს მიღებული, ჰილარი კლინტონს 47.7%, სხვას 3.1%
პენსილვანია: ჰილარი კლინტონი 49.4%, დონალდ ტრამპი 47.1%, სხვას 3.5%
ოჰაიო: დონალდ ტრამპი 52.8%, ჰილარი კლინტონი 42.8%, სხვას 4.4%
მიჩიგანი: დონალდ ტრამპი 48.5%, ჰილარი კლინტონი 46.4%, სხვას 5.1%
ჩრდილო კაროლინა: დონალდ ტრამპი 51.2%, ჰილარი კლინტონი 46.3%, სხვას 2.7%
ვირჯინია: ჰილარი კლინტონი 48.4%, დონალდ ტრამპი 46.3%, სხვას 5.3%
ვისკონსინი: დონალდ ტრამპი 48.9%, ჰილარი კლინტონი 45.9%, სხვას 5.1%
ნიუ ჰამპშირი: დონალდ ტრამპი 48.2%, ჰილარი კლინტონი 46.4%, სხვას 5.4%
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.