აშშ-ში საქართველოს მომავალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან "დიდი მხარდაჭერა" არსებობს, რაც მისივე აზრით, იმის მიუხედავად, არჩევნებში "რესპუბლიკელი" პრეზიდენტობის კანდიდატი გაიმარჯვებს, თუ "დემოკრატი", არ შეიცვლება.
"ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი. დაახლოებით ორ საათში გვეცოდინება, რა არჩევანს გააკეთებს ამერიკელი ხალხი. ნებისმიერ შემთხვევაში, იმ სტრატეგიული ურთიერთობიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას აქვთ, დინამიზმი გაიზრდება; ახალ ადმინისტრაიცებს ამერიკასა და საქართველოში ექნებათ ძალიან დიდი სივრცე, რათა განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები", - აღნიშნა დავით ბაქარაძემ.
დავით ბაქრაძე საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ იმყოფება, სადაც აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ელოდებიან.
ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს.
50 შტატიდან 42-ში დათვლილი ხმების მიიხედვით, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 244 ხმა აქვს, ჰილარი კლინტონს 215, გამარჯვებისთვის კი 270 ხმაა საჭირო.
BBC -ის ცნობით, ამ დროის მონაცემებით, ტრამპს ხმა მისცა 43,446,143 -მმა ამომრჩეველმა, რაც 49.0%-ს შეადგენს, ჰილარი კლინტონს კი 41,295,986 ამომრჩეველმა, რაც 46.6%-ია, სხვებმა კი 3,892,661 ხმა მიიღეს, რაც 4.4%-ია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.