მიხეილ ჯანელიძე: ჩვენ გვაქვს ამერიკის ორპარტიული მხარდაჭერა - ეს კიდევ უფრო ამყარებს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს
09-11-2016, 00:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო უწყების პირველი პირი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს. მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ საქართველოს შეერთებული შტატების ორივე პარტიის, "რესპუბლიკური" და "დემოკრატიული" პარტიის მხარდაჭერა აქვს.

 

 

„ჩვენ გვაქვს ამერიკის ორპარტიული, ძალიან მყარი მხარდაჭერა, რომელიც დაფიქსირდა სულ ახლახანს, სექტემბერში, როდესაც კონგრესში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთსულოვნად მიიღო ამერიკის კონგრესმა. ეს კიდევ უფრო ამყარებს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს და შესაბამისად, ამერიკელი ხალხის ნებისმიერი არჩევანი იქნება ამ ურთიერთობების მხარდაჭერა.... ჩვენ რა თქმა უნდა, ამერიკელი ხალხის არჩევანს ვგულშემატკივრობთ. ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და 2017 წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელს. ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობები ემყარებოდა ურთიერთინტერესების გათვალისწინებას და ურთიერთსარგებლიანობას“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

ამ დროის მონაცემებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში "რესპუბლიკელი" დონალდ ტრამპი ლიდერობს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი