"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობათა მდივანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ამოცანაა აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან მის ადმინისტრაციასთან კონტაქტები სწრაფად დაამყაროს.
როგორც „ქორთიარდ მარიოტში“ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ბოკერიამ განაცხადა, "ეს არ იქნება მარტივი", რადგან მისივე თქმით, "ისედაც პრობლემები გვქონდა ამ მიმართულებით".
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დახარჯოს მთელი თავისი რესურსი, რომ აშშ-ის დღის წესრიგში საქართველო იყოს რაც შეიძლება მაღლა. ეს არ იქნება მარტივი, ისედაც პრობლემები გვქონდა ამ მიმართულებით ჩვენი მთავრობის არაკომპეტენტურობის გამო. საქართველოს უფრო ბევრად რთული მომენტები ჰქონია ისტორიაში, ამიტომ მოთქმას, შავბნელ პროგნოზებს არაფერი მოაქვს ქვეყნისთვის", - განაცხადა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.