ოთხშაბათს, ნავთობზე ფასები დაეცა, რადგან შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლის პროცესმა აჩვენა, რომ დონალდ ტრამპი მოულოდნელად წინ არის ჰილარი კლინტონთან უთანასწორო საარჩევნო ორთაბრძოლაში, მსოფლიო ბაზრებზე კი ალიაქოთია იმის მსგავსად, რაც „ბრექსითის“, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის კენჭისყრას მოჰყვა. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
შეერთებული შტატების ტეხასის შტატში 1 ბარელი ნავთობის ფასი 43.07 აშშ დოლარამდე დაეცა, რაც 4 პუნქტით დაბალი მაჩვენებელია, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ მისმა ფასმა 43.72 დოლარამდე აიწია.
საერთაშორისო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი 2.43 პროცენტით დაეცა და ერთი ბარელის ფასმა 44.92 აშშ დოლარი შეადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.