საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთრ გვერდზე ბათუმში დონალდ ტრამპთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, ტრამპს კი „ძლიერ პიროვნებას არაპროგნოზირებადი პოლიტიკით“ უწოდებს.
"დონალდ ტრამპს ვიცნობ 20 წელიწადია, ჩვენ ვმეგობრობთ. ამას წინასწარ ვჭვრეტდი კიდეც", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
დონალდ ტრამპი, დემოკრატი კანდიდატის ჰილარი კლინტონის განსაცვიფრებელი დამარცხების შემდეგ, შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო Associated Press -ი ავრცელებს.
შეერთებული შტატების "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს გამარჯვებას უკვე ულოცავენ. ავსტრალიის ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტური პარტიის One Nation Party -ის ლიდერი პაულინ ჰანსონი ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და მას "ბატონ პრეზიდენტს" უწოდებს.
ტრამპს გამარჯვებას ულოცავს ასევე საფრანგეთის ულტრა-მემარჯვენე პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი. "ვულოცავ აშშ-ის ახალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ამერიკის თავისუფალ ხალხს", - აცხადებს ლე პენი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.