ლამბერტო ზანიერი: ვისურვებდით, რომ ყველანაირი ღობეები აღიკვეთოს, მაგრამ არ გვინდა ცივი ომის სიტუაციას დავუბრუნდეთ
09-03-2015, 03:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართების გავლება ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება და დიდ პრობლემას წარმოადგენს, აღნიშნული განცხადება ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერიმ საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

„ვისურვებდით, რომ ყველანაირი ღობეები აღიკვეთოს, მაგრამ არ გვინდა ცივი ომის სიტუაციას დავუბრუნდეთ. ეს ყველაფერი ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება და ამგვარი შეზღუდვები მათი ცხოვრების რიტმს არღვევს. ეს ყველაფერი დიდი პრობლემაა," აღნიშნა ლამბერტო ზანიერიმ.

 


მისივე განმარტებით, აღნიშნული სიტუაციის გამოსასწორებლად უამრავი გზა არსებობს, თუმცა ყველაზე მთავარი დიალოგია.

 


ეუთო-ს გენერალური მდივანი საქართველოს გუშინ ეწვია. ის შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან გამართავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი