დონალდ ტუსკი და ჟან კლოდ იუნკერი დონალდ ტრამპს ერთობლივი წერილით მიმართავენ: ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რომ ჩვენი კავშირები ძლიერი და გამძლე იყოს
09-11-2016, 05:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ და ერთობლივ წერილს აქვეყნებენ.

 

 

“ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ემყარება თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის ჩვენს საერთო ღორებულებებს. წლების განმავლობაში, აშშ და ევროკავშირი ერთად მუშაობდნენ ჩვენი მოქალაქეებისა და მსოფლიოს ხალხისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ტრანსსატლანტიკური ურთიერთობების გაძლიერება. მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობით ევროკავშირსა და აშშ-ს შეუძლიათ გამკლავება ისეთ უპრეცედენტო გამოწვევებთან, როგორიცაა დაეში, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული საფრთხე, კლიმატური ცვლილება და მიგრაცია.

 

 

საბედნიეროდ, ევროკავშირსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობა ფართო და ღრმაა - ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისთის, კლიმატურ ცვლილებებზე რეაგირებისთვის, ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს წინაშე არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად. ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რომ ჩვენი კავშირები ძლიერი და გამძლე იყოს", - აღნიშნულია დონალდ ტუსკისა და ჟან კლოდ იუნკერის ერთობლივ წერილში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი