პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან, „ქართული ოცნებისთვის,“ გამოსავალი სწორედ ვადამდელი არჩევნები იყოს. როგორც გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას საყვარელიძე ვარაუდობს, არჩევნებზე ყველაზე მეტი შანსი მაინც „ქართულ ოცნებას“ ექნება.
„ადრე ვფიქრობდი, რომ მმართველი პარტიისთვის ვადამდელი არჩევნები ხელსაყრელი არ იყო, ისევე როგორც დანარჩენი პარტიებისთვის, მაგრამ მოვლენები ისე ვითარდება, რომ არ არის გამორიცხული, სწორედ ვადამდელი არჩევნები გახდეს „ქართული ოცნებისთვის“ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან. როგორც ჩანს, მმართველი პარტია გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ოპტიმისტურად არ არის განწყობილი. მხედველობაში მაქვს ეკონომიკური პროცესები, რომლებიც არ ქმნის ოპტიმიზმის საფუძველს," განაცხადა საყვარელიძემ.
მისივე განცხადებით, არჩევნებზე ყველაზე მეტი შანსი „ქართულ ოცნებას“ ექნება.
„ამ შემთხვევაში შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი ამომრჩევლის სახელისუფლო პარტიისადმი დამოკიდებულებამ ითამაშოს. სახელისუფლო პარტიას ყოველთვის გარანტირებულად აქვს 10-12%. ასევე მნიშვნელოვანია დარჩენილ დროში განხორციელებული სამუშაოები, ვგულისხმობ სამართლიანობის აღდგენის პროცესს და საკადრო ცვლილებებს, რაც გარკვეულ ოპტიმიზმს გამოიწვევს. ეს ხმების მიღების შანსებს გაზრდის, მაგრამ ხელისუფლების პასიურობის მიზეზით გამოწვეული უკმაყოფილება იმდენად მაღალია ხალხში, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს არჩევნებისადმი ნიჰილიზმს," განაცხადა საყვარელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.