მიხეილ ჯანელიძე: მზად ვართ, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად განვაგრძოთ თანამშრომლობა, გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და განვამტკიცოთ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა
09-11-2016, 09:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო უწყების პირველი პირი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

 


მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ საქართველო მზად არის აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა განაგრძოს და სტრატეგიული პარტნიორობა გააძლიეროს.

 

 

”საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა ეყრდნობა ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესებსა და ხედვას, რაც ფორმალიზებულია საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით. იგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა დემოკრატია და მმართველობა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები. ქარტია წარმოადგენს 25-წლიანი ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობისა და ორ ქვეყანას შორის ნდობის ჩამოყალიბების შედეგს.

 


ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, მხარდამხარ იბრძვიან საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის, რითაც საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამ მხრივ საქართველო რჩება აშშ-ს სანდო პარტნიორად და ერთგულ მოკავშირედ და მომავალშიც გააგრძელებს აქტიური წვლილის შეტანას რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საქმეში.

 


ჩვენ მზად ვართ, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად განვაგრძოთ თანამშრომლობა, გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და განვამტკიცოთ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა”, - წერს მიხეილ ჯანელიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი