შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტისთვის, დონალ ტრამპისთვის ძალაუფლების გადაცემის გუნდს 10 კვირის პერიოდში, ინაუგურაციის გამართვამდე, ქრის ქრისტი, ნიუ ჯერსის გუბერნატორი უხელმძღვანელებს.
არჩეულმა პრეზიდენტმა, რომელსაც მანამდე არჩევითი თანამდებობა არასდროს დაუკავებია, თქვა, რომ მისი დაუყოვნებელი პრიორიტეტი იქნება ქვეყნის ინფრასტრუქტურის აღდგენა და ეკონომიკური ზრდის გაორმაგება.
"რესპუბლიკელების" ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, რეის პრიებუსმა თქვა: „დონალდ ტრამპი ამას ძალზე სერიოზულად ეკიდება“ და დაამატა, რომ მისი ბიზნეს-გადაწყვეტილებების შესაძლებლობები საშუალებას მისცემს მას აღნიშნული გეგმის განხორციელებაში.
როგორც არჩეულ პრეზიდენტს, ტრამპს, ისევე როგორც ობამას, უფლება აქვს მიიღოს ყოველდღიურად მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაციები, რომელიც მოიცავს შეერთებული შტატების ფარულ ოპერაციებს და სხვა მონაცემებს, რომელიც ამერიკის 17 სადაზვერვო სააგენტოს მიერ არის შეკრებილი.
ტრმაპის გუნდის წევრები დაიკავებენ ეროვნული უსაფრთხოების მთავარ პოსტებს, მაგრამ ჯერ არ არის ნათელი თუ ვინ შევა მის კაბინეტში და ვინ დაიკავებს მის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვან თანანამდებობებს, მათ შორის ადმინისტრაციის ხელმძვანელის სავარძელს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.