პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, დასავლეთი რუსეთს ანგარიშს უწევს და ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ნატოში არ მიიღებენ. ამის შესახებ მან გაზეთ ,,კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ მთავრობამ ოფიციალურად უნდა დაიწყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის კორექტირება.
,,გაიხსენეთ, ჯერ მოსკოვში ეახლნენ პუტინს ოლანდი და მერკელი, პუტინმა მათ 20 წუთი ალოდინა. ამის შემდეგ მინსკის შეხვედრა იყო, სადაც პუტინმა უკვე გარანტიები მიიღო. მანამდე ჩუმად ეუბნებოდნენ, ნუ გეშინია, ამათ ნატოში არ მივიღებთო, ახლა პირდაპირ უთხრა: თქვენი დედაც, გამოდით და ეს ყველაფერი ხმამაღლა თქვით, რომ ამ ხალხს იმედი აღარ ჰქონდესო.
ნატოს კავკასიაში შემოსვლა აწყობს, მაგრამ რუსეთთან ომი არ აწყობს. პუტინმა მაგათ პირდაპირ უთხრა, თუ გინდათ, რომ გავჩერდე და უკრაინას პალტიისპირეთიც არ მივაყოლო, ასევე, ყაზახეთი და მოლდოვა, ხმამაღლა თქვით, ნატოში არავინ აღარ მიიღოთო," ამბობს ცინცაძე.
პოლიტოლოგის პოზიციით, მას შემდეგ, რაც დასავლეთის ლიდერებმა უკვე პირდაპირ თქვეს, რომ საქართველოს ალიანსის წევრი ვერ გახდება, დროა, საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო კურსის კორექტირება დაიწყოს.
,,მთავარი ის არის, რომ ჩვენი მთავრობის მხრიდან არავითარი რეაგირება არ არის. ,,ნაციონალები“ კი თავიანთსას უბერავენ, მერე რა, რომ კარი დაგვიკეტეს, ჩვენ მაინც შევალთო. მთავრობამ ოფიციალურად უნდა დაიწყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის შესწავლა და არა შეცვლა, არამედ კორექტირება. კორექტირება კი, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას ნიშნავს უფრო აქტიურად, მაგრამ ამავდროულად, არც ევროპისკენ მიმავალი ხიდი უნდა დაიწვას. ბოლოს ყოველთვის მოგებული ის ხბო რჩება, რომელიც ორ ძუძუს წოვს. ჩვენ კი ბოლო ათწლიანი დიპლომატიით იმდენი ვქენით, რომ ერთი მიმართულების გარდა არაფერი დავიტოვეთ, ყველა კვერცხი ერთ კალათაში ჩავდეთ და დღემდე ასე მოვედით" ამბობს პოლიტოლოგი.
ამასთან, მისი თქმით, ხელისუფლებაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგონ, რომ დასავლეთი საქართველოს გამო რუსეთს არ გადაიმტერებს.
,,რასაკვირველია, მეც ევროპის მომხრე ვარ, ნატოს მომხრე ვარ, მაგრამ თუ არც ერთში მიღებენ და არც მეორეში, მაშინ რა ვქნა, ისლამისტი ფანატიკოსი ხომ არ ვარ, გამოვაცხადო, ან ალაჰი, ან სიკვდილი-მეთქი? იყოს და აკაკუნოს უსუფაშვილმა კოდალასავით, აკაკუნონ ,,ნაციონალებმაც“. კოდალას მეტი საქმე არ აქვს, უნდა აკაკუნოს, ამ კაკუნში ვიღაცა თავში ჩაგიბრახუნებს და ეს რუსეთი იქნება. პირდაპირ გვეუბნებიან, თქვენი გულისთვის რუსეთს არ წავეჩხუბებითო და ვერ უნდა გავიგოთ?“,-აცხადებს სოსო ცინცაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.