დევნილთა საკითხების შემსწავლელმა გაფართოებულმა კომისიამ, რომელიც თბილისში 400 დევნილი ოჯახისათვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს, მუშაობა დაიწყო.
დევნილთა სამინისტროს ცნობით, 2016 წლის ბოლომდე, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა კიდევ 400 დევნილ ოჯახს გადაეცემა. აქედან, 200 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს, ეგრეთ წოდებულ „ოლიმპიურ სოფელში“, 200 კი დადიანის ქუჩაზე, მენაშენეებისგან გამოსყიდულ კორპუსში მიიღებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, დევნილთა საკითხების შემსწავლელი გაფართოებული კომისია თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით შემოსული განაცხადებიდან იმ 400 დევნილი ოჯახს გამოავლენს, რომლებსაც, კრიტერიუმების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.
კომისიის მუშაობის პროცესს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ადგილზე გაეცნო.
„დაიწყო თბილისში ბინების განაწილების მორიგი ეტაპი დევნილებისთვის. ამჯერად 400 ბინა ნაწილდება. ამ 400 ბინიდან დაახლოებით 100 ბინა ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებზე გადანაწილდება. დანარჩენი ბინები, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ნაწილდება იმ ოჯახებზე, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას. ეს არის მორიგი ეტაპი, რომელიც ძალიან მალე გაგრძელდება და საშუალება იქნება, რომ თითქმის ყველა გაჭირვებული ოჯახს, ვისაც დღეს საცხოვრებელი არ აქვს ბინა გადაეცეს. თითოეული დევნილი ოჯახის განაცხადის განხილვა ხდება დეტალურად, გადაღებულია სურათები, რამდენჯერმეა ჩატარებული მონიტორინგი, რამდენჯერმეა მისული კომისია თითოეულ ოჯახთან და ამის მიხედვით, კომისიის სხდომაზე, საერთო კონსენსუსის საფუძველზე, ხდება გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად შეცდომის შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.