გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ევროკავშირის პროექტის „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პრინციპების და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვისა და გარემოსდაცვითი ანგარიშგების სისტემის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს, პროექტის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და განსახორციელებელი პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.
შეხვედრას ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) და მიწის და მცენარეული საფარის ევროპული თემატური ცენტრის (ETC/ULS) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.