„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ვაზიანში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში ოფიციალურად გაიხსნა. სწავლების დაწყებამდე ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სწავლების მნიშვნელობასა და ალიანსთან თავსებადობაზე გაამახვილეს ყურადღება.
"ნატო-ს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადისლავ იუნგმა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, პოლკოვნიკმა ტორსტენ გიოლერმა, სწავლებაში ნატო-ს სტრუქტურების როლზე, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაზე, სწავლების მიზეზსა და ერთობლივი სწავლების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში 10-20 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. მრავალეროვნული ბრიგადის დონის სიმულაციური სამეთაურო-საშტაბო სწავლება რიგით მეორეა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში იმართება. სწავლების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი პირველად უხელმძღვანელებს ალიანსის კრიზისებზე რეაგირების პროცესს.
სწავლება მიზნად ისახავს დაგეგმარებაში, კოორდინაციასა და აღსრულებაში მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის წარმომადგენლების უნარ-ჩვევების განვითარებას. ღონისძიების სცენარი მაქსიმალურადაა მიახლოებული რეალურ გარემოსთან. ის საქართველოს ალიანსის წევრი და პარტნიორ შეიარაღებულ ძალებს შორის თავსებადობის გაზრდას ითვალისწინებს და ქართველ ოფიცრებს დაცვისა და კონტროლის შესაძლებლობების დახვეწაში უწყობს ხელს. სწავლება წარმოადგენს მშვიდობიანობის დროს რეგიონში ნატო-ს სტანდარტულ მოქმედებას პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, რაც მასში მონაწილე სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების კოორდინირებულ მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის.
სწავლება ნატო-საქართველოს ხანგრძლივ სამხედრო თანამშრომლობაში მორიგი წინგადადგმული ნაბიჯია და ძლიერი თავდაცვის ურთიერთთავსებადობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართ ურყევ ძალისხმევას გამოხატავს.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის, ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის, ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისა და ორგანიზებით იმართება. მასში ქართველ ოფიცრებთან ერთად ალიანსის 11 წევრი (თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდების სამეფო, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგია, სლოვენია, გაერთიანებული სამეფო, აშშ) და ორი პარტნიორი ქვეყნის (უკრაინა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა, მაკედონია) 250 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. პირველი სწავლება „Agile spirit-2015“ დაფუძნებული იყო აშშ-საქართველოს ყოველწლიურ ორმხრივ სწავლებაზე, აღნიშნულმა წვრთნამ წელს უკვე ფორმატი შეიცვალა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ტარდება", - აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.