თბილისის მერი დავით ნარმანია "სითი პარკთან" დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილისა და ფრაქცია "რესპუბლიკელების" წევრის, დავით ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
საკრებულოს დეპუტატების განცხადებაზე, რომ მერიამ გაწყვიტოს ხელშეკრულება „სითი პარკთან“, პირგასამტეხლოს თანხა 25 მილიონი ლარი აისახოს 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში და მომავალი ერთი წლის მანძილზე პარკირება მართოს თბილისის მერიამ, ნარმანია პასუხობს, რომ თბილისის მერიას შეუძლია „სითი პარკს“ ხელშეკრულება გაუწყვიტოს და პარკირების თანხები თავად ამოიღოს, თუმცა, მერის თქმით, ამას მეტი არგუმენტი სჭირდება, რადგან ეჭვი ეპარება, რომ პარკირებისაგან ერთ წელიწადში 25 მლნ ლარის ამოღება შესაძლებელი იქნება, თუ ამ პარკირებას დედაქალაქის მერია განახორციელებს.
ნარმანიას თქმით, დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის საკრებულოში წარდგენის შემდეგ, მოისმენს დეპუტატების მოსაზრებებს, იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოაკლონ თანხები, რომ 25 მლნ ლარი გადაუხადონ "სითი პარკს" ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში.
მანამდე კი ნარმანია მიიჩნევს, რომ "უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი განცხადებების მსხვერპლი არ უნდა გახდეს ქალაქი და ათეულობით მილიონი ლარის გადახდა არ უნდა მოუწიოს შემდეგ".
"ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში თავს ვიკავებთ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტისგან, იმიტომ რომ ჩვენი წინამორბედების მიერ „სითი პარკთან“ კაბალური ხელშკრულება იყო გაფორმებული, რომელიც სამწუხაროდ, ამ ხელშეკრულების გაწყვეტის საშუალებას არ გვაძლევს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა, ალეკო ელისაშვილმა და დავით ზურაბიშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას თბილისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია გააცნეს კომპანია „სითი პარკის“ მიერ თბილისის ბიუჯეტში 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე ჩარიცხულ თანხასთან დაკავშირებით.
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ 2014 წლის აგვისტოდან, ანუ მას შემდეგ რაც ნარმანია შეუდგა საქმიანობას, „სითი პარკმა“ თბილისის მოსახლეობის ჯიბიდან ამოიღო 62 მილიონი ლარი, აქედან თბილისის ბიუჯეტში ჩარიცხა 18 მილიონი ლარი, ხოლო 43 მილიონზე მეტი კომპანიამ სახლში წაიღო.
ელისაშვილის თქმით, „სითი პარკს“ არ აუშენებია არც ერთი ავტოსადგომი, თეთრიც კი არ დაუხარჯავს პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მისი ხარჯი არის მინიმალური და შემოიფარგლება თანამშრომელთა ანაზღაურებით, მათი ფორმებით, საღებავის ფულით და ევაკუატორებისთვის საწვავით. ელისაშვილის თქმით, მხოლოდ ერთი წლის მანძილზე აღნიშნულმა კომპანიამ სახლში წაიღო 31 მილიონი ლარი.
დეპუტატის თქმით, „სითი პარკს“ 2025 წლამდე აქვს კონტრაქტი მერიასთან, რაც მისივე აზრით, იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული კომპანია მოსახლეობის ჯიბეებიდან კიდევ 270 მილიონ ლარის ამოიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.