რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ტენდერებში დაჩაგრულ კომპანიებს მოუწოდებს ხმა ამოიღონ და პირადად მას მიმართონ.
"თუ ვინმე სამინისტროს არ ენდობა, მე მითხრას, ტენდერებში ვინ დაჩაგრა. პირობას ვაძლევ, საკითხს ძირფესვიანად შევისწავლი. ადამიანმა საკუთარი უფლებების დასაცავად თავადვე უნდა იბრძოლოს."
ჯავახიშვილი ამ თემას იქიდან გამომდინარე შეეხო, რომ რეგიონებში ხშირია შემთხვევები, როცა ტენდერებში ერთი და იგივე კომპანიები მონაწილეობენ და იმარჯვებენ.
"მაგალითად, ზემო სვანეთში ყველა სამუშაოს მხოლოდ ერთი სამშენებლო კომპანია ასრულებს და სხვა ორგანიზაცია ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად არც კი შემოდის. ანალოგიური ვითარებაა ონშიც, სადაც ყველა სამუშაოს "ამბროლაურის გზა" ასრულებს...
სავარაუდოდ, სხვა კომპანიებს აშინებენ და ტენდერში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ. როცა 12 სატენდერო დოკუმენტაციიდან რვა ტენდერში ერთი გამარჯვებული კომპანიის შესახებ მომდის ინფორმაცია, ტენდერის არსი უკვე დაკარგულია.
ახალქალაქშიც ასე ხდება, ყველა ტენდერს "ჯავახ ავტოგზა" იგებს," ამბობს ჯავახიშვილი და დასძენს, რომ ამაში გამგებლებიც არიან გარეულნი.
"ამ საკითხს პირადად შევისწავლი. თუ მსგავსი ინფორმაცია დადასტურდება, გარწმუნებთ, გამგებლების თავები დაიყრება! მეც მაქვს ინფორმაცია, რომ გამგებლების ნაწილი მამაძაღლობს, მაგრამ დასამტკიცებლად ფაქტები და კომპანიების დახმარება მჭირდება," ამბობს ჯავახიშვილი.
ჯავახიშვილს მიაჩნია, რომ "პერიოდულად, გამგებლებს, გუბერნატორებს და საერთოდ, მაღალჩინოსნებს, მთავრობის ხელმძღვანელისგან "ცივი შხაპი" სჭირდებათ," რადგანაც "ქვეყანაში, განსაკუთრებით კი რაიონებში, ინერტულობის შეგრძნება მძაფრდება, რადგან იქაური ხელმძღვანელები ხშირად უუნარობას იჩენენ და დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებენ, უფუნქციო გუბერნატორები და გამგებლები კი საზოგადოების სერიოზულ პრობლემად იქცა. საზოგადოებაში ინოვაციურობისა და მოძრაობის ნაკლები შეგრძნებაა, რადგან გამგებლები გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებენ და მუდმივად ვიღაცის დავალების მოლოდინში არიან. უმეტესად მხოლოდ შტატების გაბერვითა და საეჭვო ხელშეკრულებების გაფორმებით არიან დაკავებული.
მსგავსი უძრაობა, როგორც წესი, მაღალჩინოსანს კანონის დარღვევისკენ უბიძგებს. ამიტომ მთავრობამ რეგიონებში კონტროლი მაქსიმალურად უნდა გაამკაცროს!"- აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.