"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია პარტიის "ორ ახირებულ პერსონასთან" დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
ბოკერია აცხადებს, რომ "ზოგიერთი თანაგუნდელისა თუ ლიდერის გაღიზიანების მიუხედავად" საპარლამენტო მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით, საკუთარ "მყარ" პოზიციაზე რჩება.
მისი აზრით, "ქუჩაში პროცესების გადატანა უკეთეს შემთხვევაში ორთქლის გამოშვება იქნებოდა".
"მე კარგად მესმის ჩემი ზოგიერთი თანაგუნდელის, ლიდერის, თუ მხარდამჭერის ემოცია და გაღიზიანებაც კი, მაგრამ ვრჩები ჩემს ძალიან მყარ აზრზე, რომ მიუხედავად ძალადობრივი და არათავისუფალი არჩევნებისა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო მეორე ტურებში ბრძოლა და პარლამენტში შესვლა.
ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი პარტიის ინტერესებისთვის და საბოლოო ჯამში, ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიულად დამარცხების საქმისთვის. ასევე მჯერა, რომ ქუჩაში პროცესების გადატანა, ამ ძალადობის მიუხედავად, იქნებოდა უკეთეს შემთხვევაში ორთქლის გამოშვება და არაფერ კარგს არ მოუტანდა არც ქვეყანას ამ კონკრეტულ მომენტში, არც პარტიას და არც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საქმეს", - აღნიშნა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მყოფ "ერთ-ორ ახირებულ პერსონაჟს" აკრიტიკებს.
ყოფილი პრეზიდენტი "ფეისბუქზე" გავრცელებულ ვიდეომასალაში ამბობს, რომ "რძესავით შევირგეთ ივანიშვილის გაყალბებული არჩევნები", ამისი მიზეზი კი მისი აზრით, მეორე ტურებში მონაწილეობა გახდა - "არა, უნდა გავიდეთ, ერთ მანდატს მაინც წავგლიჯავთო, მაგრამ ვერც ერთი მანდატი ვერ მიიღეს და ამან გამოიწვია კიდევ მეტი იმედგაცრუება", - აცხადებს სააკაშვილი.
იგი პარტიის "ორ ტიპაჟს" ბრალს "ხელების დაშვებაში" სდებს და აცხადებს, რომ "მათ პრობლემა სააკაშვილთან კი არ აქვთ, პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან და პირველ რიგში, 600 ათას ამომრჩეველთან".
„რა შუაშია საერთოდ სააკაშვილი ამ საუბრებთან. მე მათ ვურჩევდი, არ მიეღოთ მონაწილეობა მეორე ტურში, რადგან ეს გამოიწვევდა კიდევ უფრო მეტ დემორალიზებას.... ამის მერე დაიწყეს ისევ უაზრო საუბარი, იმ ორმა ტიპაჟმა, თითქოს არსებობს 8-წლიანი ციკლი. იმის მაგივრად, რომ ხალხს ვრაზმავდეთ, ბრძოლისკენ და შეურიგებლობისკენ მოვუწოდებდეთ ყველაფერ ამის მიმართ, არის ხელების დაშვება. მათ პრობლემა სააკაშვილთან კი არ აქვთ, პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან და, პირველ რიგში, 600 ათას ამომრჩეველთან. იმ ხალხთან, ვინც არ უსმენს საკუთარ ხალხს, დაუშვა ამდენი შეცდომა, გამოგვიწერა დამარცხებები არა მხოლოდ წარსულში, არამედ სამომავლოდაც, ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობაში, მე არაფერი მინდა მქონდეს საერთო“, - აცხადებს სააკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.