ელენე ხოშტარია: როდესაც პარტია იღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება, ის [მიხეილ სააკაშვილი] სხვა აზრზე იყოს, მაგრამ მანაც უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება
10-11-2016, 04:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელენე ხოშტარია ფიქრობს, რომ როდესაც პარტია იღებს გადაწყვეტილებას, მან [მიხეილ სააკაშვილმა] უნდა "მიიღოს ეს გადაწყვეტილება" იმის მიუხადავად, რომ შეიძლება სხვა აზრი გააჩნდეს.


ხოშტარია "ნაციონალური მოძრაობის" "ორ ახირებულ პერსონასთან" დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ეს არ არის ერთი და ორი ადამიანის საკითხი, ეს არის მთლიანად პარტიის საკითხი".


„ამ საკითხზე მიბრუნება არასწორი მგონია. ჩვენ ახლა ძალიან ბევრი ამოცანა გვაქვს პარლამენტში სამუშაოდ. აქედან გამომდინარე, მანაც უნდა გაიგოს, რომ როდესაც პარტია იღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება, ის სხვა აზრზე იყოს, მაგრამ მანაც უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ხოშტარიამ.


მიხეილ სააკაშვილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მყოფ "ერთ-ორ ახირებულ პერსონაჟს" აკრიტიკებს.


ყოფილი პრეზიდენტი "ფეისბუქზე" გავრცელებულ ვიდეომასალაში ამბობს, რომ "რძესავით შევირგეთ ივანიშვილის გაყალბებული არჩევნები", ამისი მიზეზი კი მისი აზრით, მეორე ტურებში მონაწილეობა გახდა - "არა, უნდა გავიდეთ, ერთ მანდატს მაინც წავგლიჯავთო, მაგრამ ვერც ერთი მანდატი ვერ მიიღეს და ამან გამოიწვია კიდევ მეტი იმედგაცრუება", - აცხადებს სააკაშვილი.


იგი პარტიის "ორ ტიპაჟს" ბრალს "ხელების დაშვებაში" სდებს და აცხადებს, რომ "მათ პრობლემა სააკაშვილთან კი არ აქვთ, პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან და პირველ რიგში, 600 ათას ამომრჩეველთან".

 

 

„რა შუაშია საერთოდ სააკაშვილი ამ საუბრებთან. მე მათ ვურჩევდი, არ მიეღოთ მონაწილეობა მეორე ტურში, რადგან ეს გამოიწვევდა კიდევ უფრო მეტ დემორალიზებას.... ამის მერე დაიწყეს ისევ უაზრო საუბარი, იმ ორმა ტიპაჟმა, თითქოს არსებობს 8-წლიანი ციკლი. იმის მაგივრად, რომ ხალხს ვრაზმავდეთ, ბრძოლისკენ და შეურიგებლობისკენ მოვუწოდებდეთ ყველაფერ ამის მიმართ, არის ხელების დაშვება. მათ პრობლემა სააკაშვილთან კი არ აქვთ, პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან და, პირველ რიგში, 600 ათას ამომრჩეველთან. იმ ხალხთან, ვინც არ უსმენს საკუთარ ხალხს, დაუშვა ამდენი შეცდომა, გამოგვიწერა დამარცხებები არა მხოლოდ წარსულში, არამედ სამომავლოდაც, ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობაში, მე არაფერი მინდა მქონდეს საერთო“, - აცხადებს სააკაშვილი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი