სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
როგორც Guardian.ge-ს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ქალაქ ხობში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება 4000 ინდივიდუალური სკამი, აშენდება ახალი შენობა-ნაგებობა სპორტსმენთა და მწვრთნელთათვის, მოწესრიგდება წყლის მომარაგების, კანალიზაციის, ელექტროგაყვანილობის სისტემა.
პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და მისი ღირებულება ნახევარ მილიონ ლარამდეა. სამუშაოს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტოტალი“ ახორციელებს.
ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მხარდაჭერით ხორციელდება", - აცხადებენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.