თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ორი ახალი სკვერი გაიხსნა
10-11-2016, 06:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჩუღურეთის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში ორი ახალი სკვერი გახსნა.

 

 

მერიაში აცხადებენ, რომ სკვერები იმ ტერიტორიაზე მოეწყო, სადაც წლების განმავლობაში ნაგავი უნებართვოდ იყრებოდა. სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ განახორციელა.

 


„რამდენიმე თვის წინ ამ ადგილზე იყო ნაგავსაყრელი. გამგეობამ გააკეთა პარკი, ჩვენ გამწვანების კომპონენტი შევიტანეთ. ჩუღურეთში ინტენსიურად ვმუშაობთ პარკების მოწყობის და გამწვანების კუთხით. 3000-ზე მეტი ნერგი ირგვება ჩუღურეთის რაიონში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ნერგები ასევე გადაეცემა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს, რათა საერთო სარგებლობის ეზოები გამწვანდეს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


დედაქალაქის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ბორდიურები და დეკორატიული ფილები, დაიდგა საპარკო სკამები და ურნები. პატარებისთვის კი დაიდგა სათამაშო ატრაქციონი კაუჩუკის რბილი იატაკით.

 


ახლადგახსნილ სკვერებში დღეს გამწვანების აქცია გაიმართა. დავით ნარმანიამ და ზურაბ ჩიკვილაძემ ორივე მისამართზე ფიჭვის ხეები დარგეს.

 


მერიის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონს, მიმდინარე წელს, 6 ახალის სკვერი შემატა, არსებულ 30 სკვერს კი აღდგენა-რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი